ენძელა მაჭავარიანი

ენძელა მაჭავარიანი: პირობას ვდებ ჩემს რბილ "ლასს" გამოვასწორებ, იმიჯზედაც ვიმუშავებ

მეორე არხი

"პირობას ვდებ რომ ჩემს რბილ "ლასს" გამოვასწორებ და ცოტა იმიჯზედაც ვიმუშავებ, ოღონდ ამას გავაკეთებ მაშინ, როცა დრო დამრჩება იმ ადამიანების პრობლემებზე მუშაობის შემდეგ, რომლებიც ახლა, ამ წუთში, როცა ჩვენ სიცხეს კონდიციონერებთან ვაფარებთ თავს, დგანან ფეროშენადნობთა ქარხნის ღუმელთან, ან მაღაროსთან

კარგი ჟურნალისტური სკოლა გავიარე და სწორედ ჟურნალისტიკიდან მოვხვდი პოლიტიკაში და მინდა რომ ეს ყოფნა რაღაცით იყოს გამართლებული", - საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გადაცემა არგუმენტის დროს ეთერში ამბობს ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. 

23 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხივლაზე მაჭავარიანმა თქვა - "ისა, რა ჰქვია, პრემიერმინისტრის ასაკზე არ წერია არაფერი და თუკი იმას, რა ჯანდაბა ჰქვია, პრეზიდენტს ვანიჭებთ უფლებებს, აქ რაღაც ხომ უნდა იყოს."

ენძელა მაჭავარიანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა 20:30-ის პროდიუსერი იყო. ენძელა მაჭავარიანს აქვს პატრიარქის სიგელი ეკლესიის წინაშე გაწეული განსაკუთრებული თანადგომისა და ღვაწლისათვის.

კომენტარები