ოკუპირებული ტერიტორიები

ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე: ჩვენ ყველა მექანიზმს გავააქტიურებთ

epn.ge

„ჩვენ ყველა მექანიზმს გავააქტიურებთ“ - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, გორში, სოფელ ბერშუეთში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება. ციხელაშვილის თქმით, მან ადგილზე თავისი წარმომადგენელი გააგზავნა.

„მე გავაგზავნე ჩემი წარმომადგენელი ადგილზე ვითარების დეტალურად გასაცნობად. ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად. ჩვენ ყველა მექანიზმს გავააქტიურებთ, იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ გავააქტიურებთ ცხელ ხაზს ამჯერადაც, ასევე მომდევნო კვირას დაგეგმილი გახლავთ ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი. აქვე უნდა გითხრათ, რომ საუბედუროდ, ეს არ არის ახალი საკითხი. ყველა შეხვედრის ფარგლებში, ფაქტობრივად, მოსახლეობის სამეურნეო მიწებზე წვდომა მოსავლის აღების შესაძლებლობის მიცემა არის ერთ-ერთი მთავარი თემა." - ამბობს ციხელაშვილი.

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი დღეს გადმოწიეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ე.წ. საზღვრის გადმოწევით, რადმენიმე მაცხოვებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.

კომენტარები