NATO-რუსეთი

რუსეთი ბრიტანეთის ახალ ავიამზიდს "მოსახერხებელ სამიზნეს" უწოდებს


ფოტო: Getty Images

BBC-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ახალ ავიამზიდ დედოფალ ელისაბედ მეორეს "მოსახერხებელი სამიზნე" უწოდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალმა იგორ კონაშენკოვმა ასე ახალი ავიამზიდი მას შემდეგ მოიხსენია, რაც ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა რუსულ ავიამზიდ ადმირალ კუზნეცოვს "სამარცხვინო და მწყობრიდან გამოსული" უწოდა. რისი მიზეზიც ხმელთაშუა ზღვაში, სირიის სანაპიროებთან ადმირალ კუზნეცოვის ხშირი ავარიები გახდა. რუსული ავიამზიდის ძრავები ხშირად ითიშება, რის გამოც ის თანხმლები ხომალდების ტექნიკური დახმარების გარეშე ოპერაციებს ვერ ასრულებს. ტექნიკური გაუმართავობის გამო ადმირალ კუზნეცოვზე 2 ხომალდი დაჯდომის დროს აფეთქდა. ადმირალი კუზნეცოვი სქელი კვამლით გამოირჩევა.


ფოტო: pinterest.com

ახალი ავიამზიდი:

70-ათას ტონიანი ელისაბედ მეორე 280 მეტრის სიგრძისაა და მას 50 F35-ის ტიპის გამანადგურებლის გადაყვანა შეუძლია. ელისაბედ II-ეს შექმნაზე £3.1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა. შოტლანდიაში ამ დროისთვის მისი ტყიპისცალი გემი უელსის პრინცი შენდება. ახალი ხომალდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებს 2067 წლამდე მოემსახურება. ახალი ხომალდის პერსონალი მხოლოდ 679 მეზღვაურისგან შედგება, რაც უფრო ძველ ავიამზიდებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. ავიამზიდის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. ამერიკული ავიამზიდებისგან განსხვავებით ბრიტანული ავიამზიდი ბირთვული არაა. 

ქვეყნების მიხედვით ავიამზიდების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. აშშ - 10 ავიამზიდი, ნიმიცის კლასის ბირთვულ ავიამზიდს 60 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  2. ჩინეთი - 2 ავიამზიდი, კუზნეცოვის კლასის ხომალდები, თითოეულს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია
  3. იტალია - 2 ავიამზიდი, ორივე ავიამზიდს ერთად ჯამში 58 თვითმფრინავის დატევა შეუძლია
  4. საფრანგეთი - 1 ავიამზიდი, ბირთვულ ავიამზიდ შარლ დე გოლს 40 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  5. რუსეთი - 1 ავიამზიდი, კუზნეცოვის კლასის ხომალდს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  6. დიდი ბრიტანეთი - 1 ავიამზიდი (2017 წლის ივნისიდან საზღვაო ძალების შემადგენლობაში შევა) დედოფალ ელისაბედის კლასის ხომალდს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია. შენდება მეორე იდენტური ხომალდიც.
  7. ინდოეთი - 1 ავიამზიდი, საბჭოთა კიევის კლასის ხომალდს 36 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  8. ბრაზილია - 1 ავიამზიდი, ფრანგული კლემენსიუს კლასის ხომალდს 39 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  9. ესპანეთი - 1 ავიამზიდი, ხუან კარლოსის კლასის ხომალდს 25 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.

კომენტარები