ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა ივნისში უკვე $70 მილიონი დოლარი შეისყიდა

Reuters

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია დღესაც განახორციელა. სებ-მა აუქციონზე $20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ეს ივნისის თვეში უკვე მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამშიც ეროვნულმა ბანკმა $70 მილიონი დოლარი შეისყიდა.

სავალუტო ინტერვენციის შედეგად დოლარის კურსი უცვლელი დარჩა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.407 ლარია.

ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციის განხორციელების გადაწყვეტილებას როგორც წესი ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, კურსის სწრაფი მერყეობის დროს იღებს. თუ ბაზარზე კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

სავალუტო ინტერვენციებით სავარაუდოდ სებ-ი ლარის კურსის სწრაფ გამყარებას აფერხებს. როგორც ცნობილია კურსის სწრაფი მერყეობა ბაზარზე ნეგატიურად აისახება.

ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

კომენტარები