ღვინო კანაფის ექსტრაქტით

Mary Jane Wines - ღვინო კანაფის ექსტრაქტით

კომპანია, სახელწოდებით Mary Jane Wines-ი, სამედიცინო მარიხუანას მომხმარებლებს ეხმარება, რომ მკურნალობა ღვინის საშუალებით მიიღონ. მათი პროდუქტი უკვე აშშ-ის შტატ კალიფორნიაშია ხელმისაწვდომი, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო მარიხუანას მოხმარების ლიცენზია გაქვთ. 

ღვინომ კალიფორნიის ბაზარზე პოპულარობა 2016 წლიდან მოიპოვა. 

კომპანიის მიერ ჩამოსხმული ღვინო კანაფის ექსტრაქტებს შეიცავს და თითო ბოთლის ღირებულება $120-დან $400-მდე მერყეობს. 

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას გამოყენება ლეგალურია ისეთ შტატებში, როგორიცაა ვაშინგტონი, ორეგონი და კოლორადო, კანონი ალკოჰოლისა და კანაფის ერთმანეთში არევას მაინც კრძალავს. აქედან გამომდინარე, Mary Jane-ის ღვინოები მხოლოდ კალიფორნიაშია დაშვებული. 

ღვინის კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კანაფის ექსტრაქტის შემცველი ღვინო ეხმარება კიბოთი დაავადებულ ადამიანებს, ასევე, მათ ვისაც აწუხებს ძილის პრობლემა ან აქვთ შიზოფრენია. 

"ხარისხიანი მედიკამენტის მიწოდება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, არის მთავარი,"- აცხადებს კომპანია. 

კომენტარები