პრეზიდენტის შვილის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
თავად თათარიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.
საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე კი გამოუცხადებლობის გამო მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა.
თათარიშვილს 18 აბი სუბუტექსის შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებდა. მისი დაკავების გასაპროტესტებლად აქციებიც იმართებოდა.