რეკლამა

"ჰამილტონი" მოსწავლეების მიღებას აცხადებს - რატომ უნდა მიიყვანოთ შვილი ამ სკოლაში

თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ისეთ სკოლაში მიიღოს განათლება, სადაც ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის გარდა, მას თანამედროვე ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეასწავლიან, მაშინ სკოლა „ჰამილტონი“ თქვენთვისაა.

ჰამილტონი, რომელიც სულ რაღაც 1 წლის წინ დაარსდა, უკვე წარმატებით ახორციელებს აღებულ ვალდებულებებს და საქართველოში თანამედროვე სწავლების ტექნიკებს ნერგავს. სკოლა „ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის“ მიერაა დაარსებული. ცენტრი უკვე 9 წელია საქართველოში ფუნქციონირებს და ის ძირითადად ქართველ სტუდენტებს უცხოეთში სწავლის გაგრძელებაში ეხმარება.

„ჰამილტონის“ დირექტორი გია მურღულია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ნებისმიერ სკოლას, კერძო იქნება ის თუ საჯარო, ორი ძირითადი ფუნქცია აქვს. ერთი საკითხია, შეასრულოს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, ხოლო მეორე საკითხია, ამას როგორ და რა ხერხებით გააკეთებს. მურღულია თვლის, რომ აუცილებელია თითოეულ მოსწავლეს ერთდროულად მისცე ზოგადი ცოდნა, პიროვნული აღზრდა და გამოუმუშავო თანამედროვე ცხოვრებისთვის აუცილებელი პროფესიული უნარები.

უფრო დეტალურად, სკოლის ძირითადი მიზნებია:

  • მოსწავლეებს შეუქმნას სიცოცხლით აღსავსე და ხალისიანი გარემო
  • მოსწავლეებს განუვითაროს გარე სამყაროსთან ურთიერთობის, ემპათიის, დამოუკიდებლად აზროვნებისა და თვითკრიტიკის უნარები
  • აღზარდოს სიცოცხლის მოყვარული, ჯანსაღი, თავისუფალი, აკადემიურად წარმატებული და საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება
  • მოსწავლეები აფასებდნენ და ესმოდეთ განათლების მნიშვნელობა

„ყოველდღიური პიროვნული განვითარება“ - ასეთია სკოლის დევიზი და სწორედ ამ მიზნების მისაღწევად, მოსწავლეები დამატებით ისეთ საგნებს გადიან, როგორიცაა ეკონომიკა, პროგრამირება, ლოგიკა, ჭადრაკი, ინფორმატიკა, რობოტიკა და ა.შ.

სკოლა „ჰამილტონში“ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინგლისურ ენას. ბავშვები სწავლობენ, როგორც პრაქტიკულ ინგლისურს, ამასთან ინგლისურსა და ისტორიას, რომლის მიზანიცაა მოსწავლეებს ჩამოუყალიბონ ლინგვისტური უნარები შინაარსზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებით. კურსის ფარგლებში მოსწავლეები ამზადებენ ისტორიულ პროექტებსა და პრეზენტაციებს ინგლისურ ენაზე.

გარდა ლოგიკური აზროვნების გაძლიერებისა, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების შეძენისა და აკადემიური სწავლებისა, სკოლა მოსწავლეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ აღზრდაზეც ზრუნავს. ასე მაგალითად, ფიზიკური აღზრდისთვის სკოლა მოსწავლეებს ორ საგანს - კარატესა და რიტმიკას სთავაზობს, რითიც სწავლის ხარისხი და სკოლაში მისვლის ენთუზიაზმი ერთი ორჯერ იმატებს.

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ბავშვებისთვის საყვარელი საგანი „შემოქმედებით საათები“, რომლის დროსაც მოსწავლეები სახალისო-შემეცნებით პროექტებს აკეთებენ ლიტერატურის, მათემატიკის, ხელოვნებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნებში. ეს საათები კვირის განმავლობაში გავლილი მასალის ათვისებას ეთმობა.

რა გამოარჩევს ჰამილტონს სხვა სკოლებისგან? ჰამილტონში ბავშვები თამაშით სწავლობენ. ნებისმიერი აქტივობა, იქნება ეს შემეცნებითი თუ შემოქმედებითი, თამაშის ელემენტებითაა გაჯერებული, რაც პროცესს უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.

სწორედ ამიტომაცაა, რომ 9:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელებული სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მოსაწყენი არ არის და ისინი ყოველ დღეს სიხარულით იწყებენ. საგნები იმგვარადაა გადანაწილებული, რომ მოსწავლე მაქსიმალურად თავისუფლად გრძნობდეს თავს და არ გადაიღალოს. როცა 17:00 საათზე თქვენს შვილს სკოლაში მიაკითხავთ, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ მეორე დღისთვის მოსამზადებელ გაკვეთილებზე, რადგან სკოლამ ამაზე უკვე იზრუნა და მოსწავლე შინ ნამეცადინევი ბრუნდება.

თუ წელს პირველად შეგყავთ შვილი სკოლაში და არ იცით, სად მიიყვანოთ ან თქვენი შვილი უკვე სწავლობს სხვა სკოლაში, მაგრამ უკმაყოფილო ხართ სწავლის დონითა და ხარისხით, გილოცავთ. სკოლა „ჰამილტონი“ თქვენს განცხადებას ელოდება.

ჰამილტონში დასარეგისტირებლად გადადით შემდეგ ბმულზე.

კომენტარები