ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება

ბათუმის ბულვარი
fourseasons.com.ge

ბათუმში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, სანქცია გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც ველობილიკის მიღმა, ველოსიპედით იმოძრავებენ, ასევე არ დაასუფთავებენ საკუთარი შინაური ცხოველების ფეკალური მასებით დაბინძურებულ ტერიტორიას ან თუ ძაღლს საბელის გარეშე გაასეირნებენ. ჯარიმა მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე.

“შემუშავებული გვაქვს სანქციები, პიარ აქტივობები, რომ ურჩი მოქალაქეები დაჯარიმდნენ. ორ კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება, 2 კილოგრამზე მეტი ნარჩენის დაყრაზე - პირი 100 ლარით დაჯარიმდება. ყველაზე ხშირად ვაწყდებით სიგარეტის ნამწვისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრის შემთხვევებს. 

წელს გვქონდა შემთხვევა, როდესაც დაჯარიმდა იურიდიული პირიც, რომელმაც სამშენებლო ნარჩენი დატოვა ბულვარის ტერიტორიაზე და მას 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწია" - აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

თუ მეპატრონე შინაური ცხოველის ფეკალიას არ დაასუფთავებს ან/და ძაღლს საბელის გარეშე გაასეირნებს, 20 ლარით დაჯარიმდება, ასევე, 20 ლარით დაჯარიმდება ველოსიპედით ველობილიკის მიღმა, შიდა ლოკაციებზე მოძრაობა. 

"ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი ყოველდღიურად, 09:00 საათიდან 00:00 საათამდე განხორციელდება”, - აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

კომენტარები