Super Bowl

Salio: მიმიწვიეს, რომ Super Bowl-ზე სტადიონზე ვიმღერო ამერიკის ჰიმნი

ქართველი მომღერალი სალომე კორკოტაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ Super Bowl-ზე ამერიკის ჰიმნის შესასრულებლად მიიწვიეს.

"ესე ემოციურად არასდროს არ მიმღერია! ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა! მითხრეს top ხუთეულში შევდივარ და მათ მიმიწვიეს super bowl - ზე რომ სტადიონზე ვიმღერო ამერიკის ჰიმნი!!",-წერს Salio.

Super Bowl ამერიკული ფეხბურთის მთავარი მოვლენაა. მსოფლიოს მილიონობით მაყურებელი ელოდება მატჩს, რომელშიც ამერიკული ფეხბურთის Super Bowl-ის გამარჯვებული გამოვლინდება.

Super Bowl-ის ფინალური მატჩისთვის არა მარტო სპორტსმენები, არამედ მსხვილი კომპანიებიც ემზადებიან. ფინალური მატჩის სარეკლამო ჭრის დროს რეკლამა კომპანიებისთვის მთლიანი წლის გამოწვევაა. თითოეულ სარეკლამო რგოლზე ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯება, რომელიც შეხვედრის განმავლობაში გავა ეთერში. Super Bowl 2018 წლის 4 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები