ჩვენს სახელმწიფოს შეელახა რეპუტაცია მთელ მსოფლიოში. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა საელჩო გამოეხმაურა და არცერთი არ იზიარებს აზერბაიჯანის ხელისუფლების ვერსიას. ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ეყრდნობა აზერბაიჯანის მხარის მიერ მოწოდებული მონაცემებს. ამ ფონზე ჩვენ ძალიან ცუდად გამოვიყურებით. ამიტომ, ამ შემთხვევაში, გამოსავალი არ არის მხოლოდ სამართლებრივ რეალობასთან დაბრუნება, აქ პოლიტიკურ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს
კორძაია მუხთარლიზე: გამოსავალი მხოლოდ სამართლებრივ რეალობასთან დაბრუნება არ არის





