სასამართლო სისტემა

მამისეიშვილი: ახვლედიანი უზნეო და მატყუარაა, იგი თავად ახორციელებდა ჩემზე ზეწოლას

დავით მამისეიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი "უზნეო და მატყუარაა".

მამისეიშვილის მსგავსი განცხადება ახვლედიანის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა P.S.-თვის მიცემულ ინტერვიუს მოყვა, სადაც ახვლედიანი მამისეიშვილს, ჩინჩალაძესა და მურუსიძეს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა.

კერძოდ, მამუკა ახვლედიანის მტკიცებით, სასტუმრო "არმაზის" მფლობელს ზაზა ართმელაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მასზე ზეწოლის მიზნით შეუფარდეს. ახვლედიანი რუსთავი 2-ის ეთერში ამბობდა, რომ ართმელაძე მისი მეგობარი და ახლობელი იყო. ცნობისთვის, იმ სასტუმროს მეპატრონემ, სადაც სამი არასრულწლოვანი დაიწვა, თავი რამდენიმე დღის წინ მოიკლა. მამუკა ახვლედიანის თქმით, ართმელაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც გაიგეს, რომ მისი ახლობელი იყო.

დავით მამისეიშვილი, რომელიც ზაზა ართმელიძის საქმეს იხილავდა აცხადებს, რომ მასზე ზეწოლას თავად მამუკა ახვლედიანი ახორციელებდა, რომელიც მას ურეკავდა და სასურველი გადაწყვეტილების მიღებას თხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 10 მაისს, სასტუმრო არმაზში გაჩენილ ხანძარს სამი არასრულწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებული იყო სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ართმელაძე. სასამართლომ ის 2016 წელს 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები