სტასბურგის სასამართლო

ვარძელაშვილი: შვიდი 1-იანი სავარაუდოდ, კომისიის სახელისუფლებლო წევრებმა დამიწერეს

საკონსტიტუციო სასამართლო

სტრასბურგის მოსამართლეობაზე სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ხუთი კანდიდატიდან მთავრობამ სამი აირჩია. ესენი არიან ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე. სამკაციან სიას მთავრობა ევროპის საბჭოს ივნისში წარუდგენს, საიდანაც ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთ-ერთ კანდიდატურას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე შეარჩევს. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით საკუთარ facebook-ზე წერს. ვარძელაშვილი ამბობს, რომ მას კომისიის 13 წევრიდან მინიმალური 1-ქულიანი შეფასება 7-მა წევრმა დაუწერა. ვარძელაშვილის შეფასებით, ეს შვიდი წევრი სავარაუდოდ კომისიაში ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ:

"ვინაიდან სტრასბურგში მოსამართლის შესარჩევი კომისიის შეფასებები ამ დრომდე ანონიმური რჩება, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, ვინ რა ქულა დაწერა. 

კომისიაში სულ 13 წევრია, აქედან შვიდმა წევრმა 1 ქულით შემაფასა. 
კომისიის 5 წევრი წარმოადგენს მთავრობას, პარლამენტს და პროკურატურას, ხოლო 3 წევრი - საერთო სასამართლოებს. ჩემი ვარაუდით, შვიდი ერთიანი კომისიის სწორედ ამ წევრებმა დაწერეს. ისე, ერთი ორიანიც მაქვს მიღებული და ამ რვა წევრიდან 2 ქულა რომელმა დამიწერა, ყველაზე მეტად ახლა ეს მაინტერესებს?", - წერს ვარძელაშვილი.

13-კაციანი კომისიის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

  1. თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი
  2. დავით ზალკალიანი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
  3. შალვა თადუმაძე - მთავრობის საპარლამენტო მდივანი
  4. მამუკა ვასაძე - მთავარი პროკურორის მოადგილე
  5. მზია თოდუა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
  6. მერაბ გაბინაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 
  7. დიმიტრი გვრიტიშვილი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
  8. სოფიო კილაძე - უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე 
  9. უჩა ნანუაშვილი - სახალხო დამცველი
  10. ზაზა ხატიაშვილი - ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარე
  11. ზვიად კორძაძე - იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე
  12. ირაკლი ბურდული - თსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი
  13. ანა ნაცვლიშვილი - საიას თავმჯდომარე

აღსანიშნავია, რომ მთავრობას კანდიდატების შერჩევა მეორედ მოუხდა, რადგან პირველად არჩეული კანდიდატები ევროსაბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა დაიწუნა.

კომენტარები