ოქროს მედალი

რიო 2016-ის მედლებს ჟანგის გამო უკან აბარებენ, 100-ზე მეტი მედალი დეფექტურია

Reuters

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მედლებს ჟანგის, შავი ლაქებისა და სხვა დეფექტების გამო გუკან აბრუნებენ. Rueters-ის ცნობით, პრიზიორებმა სხვადასხვა დეფექტის გამო 100-ზე მეტი დეტალი ბრაზილიის ოლიმპიურ კომიტეტს შესაკეთებლად დაუბრუნეს.

ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 130-ზე მეტი მედალი ბრაზილიის ზარაფხანას შესაკეთებლად გადაეცა. მედლები, სწორედ აღნიშნულ ზარაფხანაში დაამზადეს. ჯამში ოლიმპიადისთვის 2,488 მედალი დამზადდა. 

ოლიმპიური კომიტეტი აღნიშნულ დაზიანებებს პირველ რიგში ოლიმპიელებს უკავშირებს. კომიტეტში აღნიშნავენ, რომ დაზიანებები რიგ შემთხვევებში მექანიკურმა ზეწოლამ, დავარდნამ ან სხვა გარეგანმა ზემოქმედებებმა გამოიწვია. კომიტეტი ზოგიერთ დაზიანებას მედლების "გადაცივებას" უკავშირებს. 

სინამდვილეში ოქროს მედალი ოქროსი არაა

ბოლო ოლიმპიადა, რომელზეც გამარჯვებულებს ნამდვილი ოქროს მედლები გადაეცათ 1912 წელს, სტოკჰოლმში გაიმართა. მას შემდეგ ყოველ ოლიმპიადაზე მოოქროვილ მედლებს იყენებენ. სინამდვილეში ოქროს მედალი 92%-ით ვერცხლისგან შედგება, მასზე ელექტროლიზის მეშვეობით ჯერ სპილენძის სქელი ფენა, შემდეგ კი ოქროს ფენაა დატანილი. მედლის თვითღირებულება დაახლოებით $750-ია.

მედლის მოოქროვების პროცესი:


ფოტო: Reuters


ფოტო: Reuters

კომენტარები