ქოლერა

იემენში ქოლერას 115 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

იემენის დედაქალაქ სანაში, ქოლერის ეპიდემია გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებას დედაქალაქში 27 აპრილიდან 13 მაისამდე 115 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დაავადების გავრცელებას ხელს სამოქალაქო ომის გარდა, შიმშილი და სიღარიბეც უწყობს ხელს. სამოქალაქო ომის გამო საავადმყოფოების ნაწილი მუშაობას ვერ ახარხებს, ის რამდენიმე საავადმყოფო კი, რომელიც ფუნქციონირებას აგრძელებს, ქოლერით დაავადებული ადამიანებითაა სავსე.

გარდა ამისა, გაეროს მონაცემებით, მოსახლეობის ორ მესამედს სუფთა წყალზე წვდომა არ აქვს.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, იემენში ქოლერით დაავადებული ადამიანების რიცხვი ბოლო კვირას გასამმაგდა და 8500-ს გადააჭარბა.

კომენტარები