აბორტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აბორტის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აბორტის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა. კომიტეტი “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის” საკანონმდებლო წინადადებას განიხილავდა, რომლის მიხედვითაც, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა 12 კვირამდე ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ:

  • ორსული წარმოადგენს ერთი ექიმის (გინეკოლოგი) დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ ორსულობა დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ქალი დაიღუპება.
  •  ორსული წარმოადგენს ორი ექიმის (გინეკოლოგი) დასკვნას იმის შესახებ, რომ ორსულობის პროცეში ქალის ან ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
  • ორსული წარმოადგენს ორი ექიმის (ფსიქიატრის) დასკვნას, რომ თუ ორსულობა არ შეწყდება, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ქალმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავროს.

დეპუტატების შეფასებით, აბორტის აკრძალვა გამოსავალი არ არის. მათი აზრით, სჯობს, საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

კომენტარები