ტყიბულში დაღუპული მუშები

შსს: პარლამენტის წინ, აქციაზე, 3 პირი დავაკავეთ

ტაბულა

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

მათ მიმართ საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 172-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

ტაბულა შეეცადა დაეზუსტებინა, სად იმყოფებიან ამ დროისთვის დაკავებულები, თუმცა უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგვაწვდიან.

აუდიტორია 115-ის წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართავენ. აქცია ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დაიგეგმა. აქციის მონაწილეები ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. 

მოგვიანებით აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ტყიბულში მინდელის მაღაროში 4 მეშახტე მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა. ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში ბაგირის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

კომენტარები