დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: დეკანოზისგან მეუფე დიმიტრისა და ოხანაშვილზე ხელის დადებას ითხოვენ

დეკანოზი გიორგი მამალაძე და მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი
Facebook/ Mariam Tarielashvili

ადვოკატების ინფორმაციით, პროუკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს დანაშაულის აღიარებას და თანამზრახველებად მეუფე დიმიტრის და სოსო ოხანაშვილის დასახელებას სთხოვდა.

"თანამშრომლობას სთავაზობდნენ გამოძიებასთან და გარკვეულ პირებს დაასახელებდა. მისთვის ძალიან დიდი შეღავათის გაწევა იქნებოდა შესაძლებელი. მეუფე დიმიტრიც იყო ნახსენები, სოსო ოხანაშვილიც და გარკვეული პირებიც. პროკურატურა რა ინფორმაციას ფლობს მე ვერ გეტყვით. მარტო მაგათზე არ იყო ლაპარაკი, იყო საერთოდ საპატრიარქოში რა ხდება, ვინ ვინ არის", - ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

იურისტ გიორგი ფანცულაიას თქმით, უკანონოა ის, რომ პროკურატურა ითხოვდა უდანაშაულო ადამიანებზე დაედო ხელი, თორემ შეთავაზებაში უკანონო არაფერია. 

კომენტარები