რუსეთის ჩარევა ამერიკის პოლიტიკაში

FBI-ის დირექტორი: რუსეთი მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოზე დიდი საფრთხეა

FBI-ის დირექტორის ჯეიმს კომის თქმით, რუსეთი მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოზე დიდი საფრთხეა, მისი მიზნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

კომიმ ამაზე სენატის მოსმენისას ისაუბრა, სადაც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩართულობის შესახებ გამოძიებას განიხილავდნენ. მისი თქმით, რუსები აშშ-ის პოლიტიკაში ჩარევას აგრძელებენ. კომი ამბობს, რომ ისინი ამას ისევ გააგრძელებენ, რადგან თვლიან, რომ 2016 წელს ამან იმუშავა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს მისი კამპანიის რუსეთთან კავშირს. მან ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის ჩარევა და გავლენა საარჩევნო პროცესზეც.

კომენტარები