საქართველოს კონსტიუტცია

კობახიძე: სოციალური სახელმწიფოს პრინციპს კონკრეტულ იდეოლოგიასთან კავშირი არ აქვს

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესულ ცვლილებას განმარტავს, რომლის მიხედვითაც საქართველო სოციალური სახელმწიფოა. კობახიძის თქმით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპს კონკრეტულ იდეოლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"არასწორი ინტერპრეტაცია ამ პრინციპს, რომელსაც აქვს ძალაინ მკაფიო ნორმატიული და კონცეპტუალური დატვირთვა. ჩვენ ბრალიც კი დაგვდეს იმაში, რომ თითქოს სოციალისტურ საქართველოს ვაყალიბებთ, რაც არანაირ კავშირში არ არის სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც იდეოლოგიურად აბსოლუტურად ნეიტრალური პრინციპია. უფრო მეტიც, გერმანიაში განვითარდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი. იქ ინიციატორები მემარჯვენე პოლიტიკოსები იყვნენ და არა მემარცხენეები. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არანაირი კავშირი კონკრეტულ იდეოლოგიასთან სოციალური სახელმწიფოს პრინციპს არ აქვს. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა აეღო ადამიანების მიმართ, რაც მკაფიოდ არის კონსტიტუციის ახალ რედაქციაში გაწერილი", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

კონსტიტუციის პროექტით, "საქართველო არის სოციალური სახელმწიფო". მე-5 მუხლის თანახმად, "სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე".

კომენტარები