უცხოელებზე მიწის მიყიდვა

დანელია: ჩვენი ქვეყნის მიწა-წყალი უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს

როგორც საქართველოს მოქალაქე ოთარ დანელია, ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მიწა-წყალი უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველი, ეს გახლავთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდი ნაწილი ოკუპირებულია, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. მერწმუნეთ, იმ ქვეყნებს, რომლებსაც რეკომენდაციის სახით თავის დროზე უთქვამთ, "თქვენ უნდა გაყიდოთ ან გაასხვისოთ მიწა იმიტომ, რომ ეს არის ეკონომიკური აქტივი", ვფიქრობ, ასე თავისუფლად ისაუბრო საქართველოზე, ჩვენი გეოპოლიტიკისა და მოცემულობიდან გამომდინარე, ძალიან რთულია. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ, მათ შორის, საზღვრისპირა რაიონებს, რეგიონებს, სადაც გასაგები მიზეზების გამო არსებობს საფრთხეები და სადაც სახეზეა ოკუპაცია. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალიან დიდი ტერიტორიები, მაგრამ გვაქვს მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნება, რაც საშუალებას იძლევა, ქვეყანაში დივერსიფიცირებული იყოს სოფლის მეურნეობა. 

ქართული ოცნების დეპუტატი ოთარ დანელია "აიპრესის" კითხვაზე - "არა როგორც სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, არა როგორც საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქე ოთარ დანელია, როგორ ფიქრობთ, ქართული მიწა უნდა გასხვისდეს უცხოელებზე?"

კომენტარები