დანაშაულის სავარაუდო დაფარვა

სუს-ი: დავით სესიაშვილის მიღებამდე მისი კანდიდატურა საფუძვლიანად შევისწავლეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილ დავით სესიაშვილთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ის მართლაც აიყვანეს სამსახურში და მისი მხრიდან კანონდარღვევა არ გამოვლენილა.

"დავით სესიაშვილი მუშაობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას 14 მარტს გაუფორმდა 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. შესწავლის შედეგად, მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა და აღნიშნული პირი აყვანილი იქნა სამსახურში", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილს ჩადენილი დანაშაულისთვის საგამოძიებო უწყებებმა ხელი დააფარეს. თავად ირაკლი სესიაშვილი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები