ავტოპარკი

საქართველოში მოძრავი ავტომობილების რაოდენობამ 1.12 მილიონს მიაღწია

flickr.com

საქართველოს ქუჩებში 1.12 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. მხოლოდ 2016 წელს ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 88 ათასით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ავტოპარკის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მაჩვენებლით საქართველოს ყოველ მოსახლეზე 0.30 ავტომობილი მოდის. 

შსს-ს ანგარიშის მიხედვით ავტომობილების 91% 2007 წლამდეა წარმოებული. 3 წელზე უფრო ახალი ავტომობილები კი მთლიანი ავტოპარკის 1.3%-ზე ნაკლებია.

სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების მოდელების მიხედვით, ქვეყანასი ყველაზე გავრცელებული ავტომობილი ოპელ ასტრაა. ქვეყანაში 55 ათასი ოპელ ასტრა მოძრაობს. 

საქართველოში ყველაზე გავრცელებული ავტომობილების მოდელების რეიტინგი:

  1. OPEL ASTRA - 55 ათასი
  2. MERCEDES-BENZ E - 49.7 ათასი
  3. MERCEDES-BENZ C - 42 ათასი
  4. OPEL VECTRA - 40 ათასი
  5. VOLKSWAGEN GOLF - 25 ათასი
  6. BMW 3 series - 23.6 ათასი
  7. BMW 5 series - 23 ათასი
  8. MITSUBISHI Pajero - 21.3 ათასი
  9. HONDA FIT - 14.7 ათასი
  10. MERCEDES-BENZ ML - 13.3 ათასი

ამ ავტომობილების 89% ფიზიკურ პირებზეა რეგისტრირებული, 11% კი იურიდიულ პირებზე. იურიდიული პირებიდან წამყვან ადგილზე სამთავრობო იურიდიული სუბიექტები იმყოფებიან.

წლების მიხედვით, საქართველოში მოძრავი ავტომობილების გადანაწილებაში პირველ ადგილზე 2005 წელი ლიდერობს. ამ წელს გამოშვებული 160 ათასი ავტომობილი მოძრაობს ქვეყანაში. 110 ათასი ავტომობილით მეორე ადგილზე 2004 წელი იმყოფება.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული ბრენდებიდან 2016 წელს დიდი მოთხოვნაა TOYOTA-ს და MERCEDES-BENZ–ის მარკის ახალ ავტომანქანებზე. მათი ზრდის დინამიკა წინა წელთან შედარებით შესაბამისად არის 75% და 30%. BMW–ს, FORD-ის და OPEL–ის მარკის ახალ ავტომანქანებზე მოთხოვნა შემცირებულია.

2016 წელს პრემიუმ ბრენდების ყველაზე პოპულარული მოდელებია: Mercedes-Benz GLE(54), Land Rover range rover (53), BMW X5(27), Mercedes GLA(27), Land Rover range rover sport (22), BMW X6 (21), Land Rover Vogue (21).

კომენტარები