უკანონო იარაღი

სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს

პოლიციამ 1982 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების თანახმად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - კუსტარული წესით დამზადებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

კომენტარები