ავიაკომპანია

უკრაინული ავიაკომპანია 17 ივნისიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებს განახორციელებს

economy.ge

უკრაინული ავიაკომპანია "Bravo Airways" საქართველოში რეგულარულ ფრენებს იწყებს. გასული წლის განმავლობაში ავიაკომპანია კიევსა და ბათუმს შორის მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

გავრცელებული ცნობით, კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე Bravo Airways-ი რეგულარული რეისების შესრულებას 17 ივნისიდან დაიწყებს. ფრენები 2 სექტემბრამდე, კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing B737 და MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 12 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიანიჭა. 

კომენტარები