ოკუპირებული ტერიტორიები

სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საელჩოს გასახსნელად ჩადის

Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. სამუშაო ვიზიტს გეგმავს. ვიზიტის თარიღები 18-19 აპრილია. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას თქმით, 18 აპრილს ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ზახაროვას თქმით, ლავროვი არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ ვიზიტს გმობს. "ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს. სამწუხაროდ ლავროვის ვიზიტი პირველი არაა, 2008-ში, 2009-სა და 2011-შიც განხორციელდა მისი ვიზიტები. ეს არის სრული იგნორირება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა", - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

კომენტარები