სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში 85 წლის მამაკაცი გაძარცვეს - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
რ2-ის ცნობით, მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას ყბა-სახის ოპერაცია ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, დაზარალებული ამბობს, რომ მას 2 ადამიანი დაესხა თავს, რომლებმაც 80 ლარი წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.