უკრაინა

მიხეილ სააკაშვილი დონბასის გარშემო კედლის აშენების ინიციატივით გამოდის

bloomberg.com

უკრაინის ოპოზიციის წევრის, მიხეილ სააკაშვილი დონბასის ოკუპირებულ ნაწილთან გამყოფი კედლის აშენების ინიციატივით გამოდის. საქართველოს ექსპრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ქვეყნისთვის მიერთებისთვის ჯერ უკრაინის განვითარებაა საჭირო.

"მე ვემხრობი დონბასის გარშემო დიდი კედლის აშენებას, არა იაცენუკის, არამედ ნამდვილი კედლის, ამით დროებით გამოვყოფთ დონბასის ოკუპირებულ ნაწილს ქვეყნისგან და დანარჩენ უკრაინაზე ვკონცენტრირებით.

ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ, მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ კორუფციას და დავიწყებთ სწრაფ განვითარებას, მაგრამ იმისთვის რომ ოკუპირებული ტერიტორიები მალე დავიბრუნოთ, ცვლილებები პირველ რიგში კიევში უნდა მოხდეს", - წერს სააკაშვილი.

კომენტარები