რეკლამა

Alessandro Cortini-ს ლაივი კლუბში KHIDI

6 მაისს, კლუბში KHIDI, „WATERSHED SERIES“-ს ფარგლებში, იტალიელი მუსიკოსი Alessandro Cortini ორ ქართველ მუსიკოსთან, Oimactta და რეზო ღლონტთან ერთად დაუკრავს.

Alessandro Cortini, იტალიელი მულტი-ინსტრუმენტალისტი, ხმის სინთეზსა და მოდულარ სისტემებზე ორიენტირებული მუსიკოსია, რომელიც ფართო საზოგადოებამ Nine Inch Nails-ის წევრობით გაიცნო. 2005 წლიდან 2008 წლამდე, კორტინი ჯგუფთან ერთად დადიოდა ტურებზე: "Live: With Teeth", "Performance 2007" და "Lights In The Sky Over North/South America". ტურის დროს, კორტინი ძირითადად უკრავდა კლავიშიან ინსტრუმენტებზე, თუმცა ასევე ასრულებდა გიტარისა და ბას-გიტარის პარტიებს. ალესანდრო კორტინიმ მონაწილეობა მიიღო Nine Inch Nails-ის ალბომების შექმნაში: Ghosts I-IV და The Slip. 2008 წელს ალესანდრო კორტინიმ დატოვა ჯგუფი და წამოიწყო სოლო პროექტები.

შეგახსენებთ, რომ „WATERSHED SERIES“, არის კლუბი KHIDI-ს პროექტი, რომლის მიზანიც არის დაინტერესებულ მსმენელს შეთავაზოს გამორჩეულად საინტერესო ლაივ კონცერტები. პროექტის ფარგლებში პირველი ლაივი ჩატარდა 2016 წლის 30 სექტემბერს, სადაც KHIDI-ს სტუმრები იყვნენ ცნობილი მექსიკელი არტისტი, Murcof, იგივე Fernando Corona და ადგილობრივი მუსიკოსები: Avi Musaifi და TETE NOISE.

უახლოეს მომავალში, „WATERSHED SERIES“-ის ფარგლებში საინტერესო და გარდამტეხი არტ-პროექტები, პერფორმანსები და ლაივ კონცერტები გაიმართება.

კომენტარები