მკვლელობა ასპინძაში

ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა

გუშინ ღამით ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა. მამას კი თავში ბლაგვი ნივთი ჩაარტყა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოა და მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებმა გუშინ ღამითვე, ცხელ კვალზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 11-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები