9 აპრილი

ევროპული საქართველოს ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ევროპული საქართველო

პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მომავალში აღარასდროს დაგვჭირდეს მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლი".

„დღევანდელი დღე არის, დღე იმ ადამიანების ვინც 1989 წლის 9 აპრილს, საკუთარი თავი საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და სიმბოლურია, რომ დღევანდელი დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ეს არის ჩვენი ისტორია. ბრძოლა თავისუფლებისთვის, თავგანწირვა, გმირობა და საქართველოს ისტორია რომელიც გრძელდება. ამიტომ ჩვენი ვალია მოვიგონოთ გმირები და ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია, ჩვენი ვალია დავიცვათ საქართველოს თავისუფლება და ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ მომავალში აღარასდროს დაგვჭირდეს მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.“- ამბობს დავით ბაქრაძე. 

 

კომენტარები