პრეზიდენტის მოხსენება

აბაშიშვილი: პრეზიდენტმა იმედი გაუცრუა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციას

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გაუცრუა, როგორც მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ასევე ოპოზიციას, ვინაიდან მან ისაუბრა ხალხის რეალურ საჭიროებაზე, საზოგადოების რეალურ საჭიროებაზე და არა ცალკეული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგზე, ცალკეული პოლიტიკური პარტიების მესიჯებით. ეს არის სრულიად ლოგიკური. საქართველოს პრეზიდენტი დადის რეგიონებში, საქართველოს პრეზიდენტი ხვდება მოქალაქეებს და შესაბამისად მისი მოხსენება გამომდინარეობდა სრულად საქართველოს მოქალაქეების რეალური საჭიროებებიდან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ყოვეწლიური მოხსენების შესახებ.

კომენტარები