სირიის კრიზისი

თეთრი სახლი: სირიაში მომხდარი "ქიმიური თავდასხმის" უკან ასადის მთავრობა იდგა

Reuters

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ დარწმუნებულია, რომ სირიის ქალაქ ილდიბში მომხდარი ავიადარტყმების დროს ასადის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

თავდაპირველად ამ ცნობას, ადამიანის უფლებათა სირიული ობსერვატორია ავრცელებდა. მათ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ასადის სამთავორბო ძალებმა ან რუსულმა ბობმდამშენებმა დაბომბვის დროს, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

ამ ინფორმაციას სირიის მთავრობა ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი სირიაში ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება ბარაკ ობამას ადმინისტრაციის სისუსტეს დააბრალა.

"2012 წელს ობამას ადმინისტრაცია დაგვპირდა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით "წითელ ხაზს" გაავლებდა, თუმცა საამისოდ არაფერი გააკეთა", - თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, სირიაში მომხდარი ინციდენტის იგნორირების უფლება ცივილიზებულ მსოფლიოს არ აქვს.

ავიადარტყმებს სულ მცირე 58 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 11 ბავშვი. 400-მდე ადამიანი კი დაშავდა.

კომენტარები