ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი

უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვით CEU, სავარაუდოდ, დაიხურება

hungarytoday.hu

უნგრეთის პარლამენტმა 123 ხმით დაამტკიცა კანონი [lex CEU], რომელიც რეალურად, მხოლოდ ერთ ინსტიტუციას-ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს [CEU] მიემართება. დამტკიცებული კანონის მიხედვით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და, სავარაუდოდ, დაიხურება.

პარლამენტს ანგარიში უნგრეთის ადამიანის რესურსების მინისტრმა ზოლტან ბალოგმა წარუდგინა. მინისტრის ანგარიშის მიხედვით, უნგრეთში რამდენიმე უნივერსიტეტი "უკანონოდ" ფუნქციონირებს და ხელისუფლებამ უკვე გამოავლინა "დარღვევები" რამდენიმე უცხოურ უნივერსიტეტში.

გასულ კვირას, უნივერსიტეტის რექტორმა, მაიკლ იგნატიევმა უნივერსიტეტის დახურვის შესახებ საჯარო წერილი პროფესორებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისწერა

უნივერსიტეტის დასაცავად მანიფესტაციები ბუდაპეშტში რამდენიმე დღეა იმართება.


ფოტო: http://hungarytoday.hu

უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი, ევროკავშირის საზღვრებს გარეთ დარეგისტრირებულ უნივერსიტეტებს უნგრეთში გაურთულებს დიპლომების კურსდამთავრებულებისთვის გაცემას.

კომენტარები