აშშ

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც ყოფილ შეყვარებულზე თავდასხმისთვის ციყვებს წვრთნიდა

worldnewsdailyreport.com

აშშ-ის პოლიციამ დეტროიტში, 45 წლის ჯენის სმიტი დააკავა. სმიტს ბრალად ყოფილ შეყვარებულ, 51 წლის ჯეიმს რობინსონზე თავდასხმისთვის ციყვების წვრთნა ედება.

გასული თვის განმავლობაში, დაზარალებულ რობინსონს ციყვები რამდენჯერმე დაესხნენ თავს. ცხოველების 15-მდე თავდასხმამ მას სხეულის სერიოზული დაზიანებები მიაყენა. მათ შორის, ციყვებმა რობინსონს 2 თითი და სათესლე ჯირკვალი მოაჭამეს.

ჯენის სმიტმა ჯამში თავდასხმისთვის 27 ციყვი გაწრთვნა.

ჯეიმს რობინსონმა ციყვების უცნაურ თავდასხმებს ახსნა მას შემდეგ მოუძებნა, რაც ერთ-ერთი თავდასხმის დროს, ყოფილი შეყვარებული სახლის უკან დაინახა.

აღსანიშნავია, რომ ჯენის სმიტი წარსულში ცირკში ცხოველების მწვრთნელი იყო.

 

* ამბავი, რომელიც ახლა წაიკითხეთ, საპირველაპრილო ხუმრობაა, ის იუმორისტულ საიტზე გამოქვეყნდა.

კომენტარები