უკანონო იარაღი

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: „აკს 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით, კარაბინი, სპორტულ-სანადირო შაშხანა, „იჟ 27“-ის მოდელის გლუვლულიანი თოფი, კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები