მეფე ლომი

ბიონსემ, შესაძლოა, Lion King-ის ეკრანიზაციაში "ნალას" როლი შეასრულოს

cnn.com

პოპ დივა ბიონსემ, შესაძლოა, ანიმაციური ფილმ "მეფე ლომის" ეკრანიზაციაში "ნალას" როლი შეასრულოს. საბოლოო შეთანხმება ჯერ არ ყოფილა, რადგან ორსულობის გამო, მომღერალმა შესაძლოა, უარი თქვას "ნალას" როლის გახმოვანებაზე.

ცნობილია, რომ მხატვრულ ფილმში "სიმბას" როლს დონალდ გლოვერი, ხოლო "მუფასას" როლს ჯეიმს ერლ ჯონსი შეასრულებს.

კომენტარები