თუშეთი

კვირიკაშვილი: თუშეთის მიმართულებით ფრენები დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე თუშეთის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა, ოპერატიული მოქმედებისთვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს მადლობა გადაუხადა.

"თუშეთის მიმართულებით გუშინ პირველი რეისი შესრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს. წინა მთავრობის სხდომაზე მათ ვთხოვე, რომ კვირაში ერთი ასეთი რეისი დანიშნულიყო. თუშეთი, პრაქტიკულად, ექვსი თვით არის მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს და ყოველკვირეული რეისის დანიშვნა არის საშური საქმე. ეს ვერტმფრენი მოემსახურება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მესაზღვრეებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას. 17-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა ალვანიდან განხორციელებული პირველი რეისით, რაც მათთვის უდიდესი შვებაა", - თქვა პრემიერმა.

საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, შსს-ს ვერტმფრენი თუშეთში, მაღალმთიან სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს.

კომენტარები