პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში

ღვინიაშვილი: უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა არაჯანსაღია

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობას და პრეზიდენტს შორის შექმნილი ვითარება არაჯანსაღია. ამაზე მოწმობს ხელისუფლების, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების და თავად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ არაერთხელ გაკეთებული არაადეკვატური განცხადებები პრეზიდენტის მისამართით. ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას, რომ პიროვნებას ნუ გააიგივებენ ინსტიტუტთან და წინა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტი მობრძანდა ანგარიშით, ჩვენ არასდროს არ მოგვეცა საშუალება, რომ იქ შემდგარიყო დებატები

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ღვინიაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშზე

კომენტარები