საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ვალსი: არჩევნების პირველ ტურში ხმას ემანუელ მაკრონს მივცემ

http://atlanticsentinel.com/

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერმა მანუელ ვალსმა BFMTV-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია En Marche!-ს ლიდერ ემანუელ მაკრონს დაუჭერს მხარს.

"დიახ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მე ხმას ემანუელ მაკრონს მივცემ. ვთვლი, რომ რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ რესპუბლიკა. ამიტომაც მხარს მაკრონს ვუჭერ", - თქვა ვალსმა. 

მანუელ ვალსი მმართველი სოციალისტური პარტიის წევრია. სოციალისტური პარტიის კანდიდატს ბენუა ამონს არჩევნებში გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვს, უკანასკნელ გამოკითხვებში მან მხოლოდ 11 % მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ სოციალისტური პარტიის პრაიმერების მეორე ტურში ბენუა ამონმა სწორედ მანუელ ვალსი დაამარცხა.

გამოკითხვების მიხედვით, ემანუელ მაკრონი, რომელიც ვალსის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, არჩევნებში გამარჯვების მთავარი კანდიდატია.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს აპრილს გაიმართება, მეორე ტური კი 7 მაისს.

კომენტარები