უკანონო იარაღი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ვაკეში მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული გ.ნ. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, გლოკ 19-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მაყუჩი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები