საქართველოს საგარეო კურსი

უსუფაშვილი: ევროპისკენ სვლაში ძალიან ბევრი რუსული მეთოდი შეინიშნება

ქართული სახელმწიფო დღევანდელი მთავრობის ხელში, ადგას ევროპის გზას, უბრალოდ, შეინიშნება ძალიან ბევრი რუსული მეთოდი ევროპისკენ სვლაში. ამ რუსულმა მეთოდებმა დაღუპა უფრო მკაფიოდ დემონსტრირებული პროევროპული წინა ხელისუფლება. სწორედ პრორუსული მეთოდებია მედიის რაღაცა ტიპის ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა, საკონსტიტუციო უმრავლესობები პარლამენტში, სასამართლოზე რაღაცა ტიპის გავლენები. პრობლემა იმაშია, რომ რუსული მეთოდებით ევროპისკენ სვლამ ერთხელ კრახამდე მიგვიყვანა, მე არ მინდა, რომ ეს გაგრძელდეს დაუსრულებლად.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში".

კომენტარები