აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად

უგულავა რ2-ზე: მავნებლური პროგრამა "ქიბარ ხალვაში" პრაქტიკულად დასრულებულია

შეიძლება, გადაუჭარბებლად ითქვას, რომ აი, ის მავნებლური პროგრამა, სახელწოდებით "ქიბარ ხალვაში", რომელიც ივანიშვილმა გამოიგონა რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად, პრაქტიკულად დასრულებულია. მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლო არ არის სასამართლო, სადაც მოსამართლეები პროცესის მაგივრად, ძაღლებს ასეირნებენ, ან საავადმყოფოში გარბიან და ბიულეტენზე წვებიან იმისათვის, რომ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერონ, ან რაღაც ნაჯახით ემუქრებიან. ეს არის აბსოლუტური ლეგიტიმაციის სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, სავალდებულო იქნება საბოლოოდ ნებისმიერი მხარისთვის 

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა რუსთავი 2-ის შესახებ

კომენტარები