Mercedes-Benz-მა ჟენევის ავტოშოუზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჯიპი წარადგინა. G კლასის Maybach 650-ის ღირებულება $500 000-დან იწყება.
G კლასის Maybach-ი V12 ტურბო ძრავითა და ლუქს კატეგორიის ავტომობილის ყველა დეტალით არის აღჭურვილი. ახალი Maybach-ი კაბრიოლეტია.
G კლასის Maybach-ის ღირებულება მისი კონკურენტების, Bentley-სა და Jaguar-ის
ღირებულებას რამდენჯერმე აღემატება. როგორც ცნობილია Rolls-Royce პირველი 4x4-ზე ავტომობილის წრადგენას 2018 წელს გეგმავს, მისი საწყისი ფასი კი $400 ათასი იქნება.
Mercedes-Benz-მა ლუქს კლასის ბრენდი Maybach-ი 2014 წელს გააცოცხლა, თავდაპირველად Mercedes-მა S კლასის მოდფიცირებული ვერსია S 600 წარადგინა, ახლა კი კომპანიამ მაიბახის ბრენდის ქვეშ მაღალი გამავლობის ავტომობილების წარმოებაც დაიწყო.