ოსკარი 2017

ოსკარების ცერემონიალზე გამარჯვებული ფილმი შეცდომით დასახელდა - VIDEO

როგორც ცნობილია, ფილმი "მთვარის შუქი" წლევანდელი ოსკარების გამარჯვებული გახდა, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამარჯვებულად შეცდომით La La Land დაასახელეს.

უორენ ბითი, რომელმაც ფილმი გამოაცხადა, ამბობს, რომ კონვერტზე "ემა სტოუნი - La La Land" ეწერა და ლოგიკურად გამარჯვებულად სწორედ ეს სურათი დაასახელა.

La La Land-ის გუნდი უკვე სცენაზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც შეცდომა აღმოაჩინეს.

La La Land-მა წელს 6 ოსკარი მოიპოვა, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მსახიობი ქალის ჩათვლით.

La La Land-ის რეჟისორი, დემიენ შაზელი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, რომელმაც ამ კატეგორიაში ოსკარი მოიგო. ის 32 წლისაა.

"მთვარის შუქმა" კი ადაპტირებული სცენარისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის დაიმსახურა ჯილდო.

კომენტარები