საუბარი რელიგიაზე

ქალბატონი, ოქროს თევზები, ოქროს ხბო და პროტესტის ისტორია

გადაცემის სტუმარია სემინარიის ყოფილი სტუდენტი, თეოლოგი და სოციოლოგი ირაკლი ცხადაძე, რომელიც ახალი საუკუნის დასაწყისში სემინარიის სტუდენტების ნაწილის პროტესტის მონაწილე იყო. სხვებთან ერთად ცხადაძე ეკლესიის რეფორმირებისა და გაჯანსაღებისთვის იბრძოდა. მაშინ საპატრიარქომ, ხელისუფლებამ და მედიამ პროტესტი მოგუდა, სტუდენტები სემინარიიდან გარიცხა, პროტესტის მონაწილე მღვდლები დასაჯა და ეკლესიის პრობლემებზე მოსაუბრეთათვის რკინის ფარდა დაუშვა. უკვე დღეს, ასაკოვანი პატრიარქის ტახტის ირგვლივ, მრავალმა ინტერესმა ამოხეთქა და ფარდა დაირღვა: ის, რაზეც უწინ სემინარიელთა ვიწრო ჯგუფი საუბრობდა, დღეს უკვე მიტროპოლიტებისა და ეპისკოპოსების განხილვის საგანია. სტუმართან ერთად ვცდილობთ გავარკვიოთ, ვინ შექმნა სისტემა, რომელზე საუბარიც ხშირად ძალადობით ისჯება და ვინ არის პასუხისმგებელი ეკლესიის მოწამვლაზე - რუხი კარდინალი, წითელი კარდინალები თუ, პაპი? შეძლებს თუ არა საპატრიარქო, კიდევ ერთხელ ჩაახშოს ხმაური?

კომენტარები