ხანძარი ბავშვთა სამყაროში

"ბავშვთა სამყაროს" დამწვარ შენობაში დაზარალებულმა მოვაჭრეებმა შესვლა დაიწყეს

ტაბულა

"ბავშვთა სამყაროს" დამწვარ შენობაში დაზარალებულმა მოვაჭრეებმა შესვლა დღეს დაიწყეს. მათ შენობაში შესვლის საშუალება გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მიეცათ. მოვაჭრეები შენობაში რიგ-რიგობით შევიდნენ და ხანძარს გადარჩენილი ნივთები გამოიტანეს. შენობაში მათთან ერთად სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ. პროცესი დღეს დაბნელებისას დასრულდა და ხვალ დილიდან გაგრძელდება. 

"ბავშვთა სამყარო" და ე. წ. საბითუმო ბაზრობა 30 იანვარს, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა. 

 

 

 

კომენტარები