სისტემური დანაშაული

ქარდავა: ციხეებში არანაირი სისტემური დანაშაული არ ხდებოდა

რაც შეეხება შეკითხვას, ხდებოდა თუ არა სისტემური დანაშაული ციხეებში, გიპასუხებთ, რომ არანაირი სისტემური დანაშაული არ ხდებოდა, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, თუ როგორ მოახერხეს ამის განხორციელება, ეს გამოძიების საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კადრების ეთერში გასვლისთანავე, ყოველგვარი ექსპერტიზის და ავთენტურობის დადგენის გარეშე, სასწრაფო წესით დაკავებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათობით თანამშრომელი, თანამდებობიდან გადადგა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი და მაშინდელი შს მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც 2009 წლის შემდეგ არანაირი შეხება არ ჰქონია ციხეებთან.

შედიოდა თუ არა ზემოთ აღნიშნული რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესში? რა თქმა უნდა - კი...

რატომ აღიარა მაშინდელმა ხელისუფლების ერთმა ჯგუფმა, მაშინათვე, ყოველგვარი სრულყოფილი გამოძიების ჩატარების გარეშე სისტემურ დანაშაულად? მოექცა თუ არა მაშინდელი პრეზიდენტი ამ ჯგუფის ზემოქმედების ქვეშ? ამ კითხვებზე პასუხი დღეს უკვე არსებობს, მაგრამ მოქმედებდა თუ არა აღნიშნული ჯგუფი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, ამას დრო გვიჩვენებს.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა აფხაზეთის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები