შსს: მძღოლებმა დაადასტურეს სამართალდარღვევა და მათ მართვის მოწმობები შეუჩერდათ

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 10 დეკემბერს, თბილისში გამართულ აქციაზე სამმა მძღოლმა „უკანონოდ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და შეაფერხა მოძრაობა“. უწყებაში ადასტურებენ, რომ მომხდარზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება და სამივე მათგანს მართვის მოწმობა ერთი წლით შეუჩერდა.

„2016 წლის 10 დეკემბერს სამმა მოქალაქემ - საბა მ.-მ, მერაბ ს.-მ და ვახტანგ ხ.-მ თბილისში, ერთ-ერთი აქციის მსვლელობის დროს, ავტომანქანებით ჯგუფურად, უკანონოდ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი, მთლიანად დაიკავეს გზის სავალი ნაწილი, შეაფერხეს მოძრაობა და არ მისცეს სხვა მძღოლებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რა დროსაც ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც აქციის დროს ადგილზე წესრიგს იცავდნენ და სამივე მძღოლს, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა. ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებაში, დამრღვევ პირთა მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 6-პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სახდელის დადების მიზნით, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის 1 წლით შეჩერებას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანაზე აქციზის ზრდა მოქალაქეებმა 2016 წლის 10 დეკემბერს თბილისსა და ქუთაისში, მსვლელობით გააპროტესტეს.

კომენტარები