ხანძარი ბავშვთა სამყაროში

გვენეტაძე: გვინდა, დაზარალებულებს ბანკებთან შუამდგომლობა გავუწიოთ

კობა გვენეტაძე
ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სებ-ი მზადაა დაზარალებულ მსესხებლებს სესხების გადავადებაზე ბანკებთან შუამდგომლობა გაუწიოს. გვენეტაძის თქმით, ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა მაქსიმალურად გაითვალისწინონ დაზარალებულთა ინტერესები.

"ეს საკითხი დაისვა დღეს ბანკებთან და ჩვენ გვინდა შუამდგომლობა გავუწიოთ ამ მსესხებლებს კომერციულ ბანკებთან, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომლებიც დღეს ბანკებს აქვთ, რომ შეძლებისდაგვარად გადაუვადონ მათ ასეთი სესხები. რა თქმა უნდა ეს არის როგორც მსესხებლის, ისე კომერციული ბანკის ინტერესში და კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა ამ შემთხვევაში მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს სიძნელეები და გააკეთონ ის რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი არსებულ პირობებში",- ამბობს გვენეტაძე.

დღესვე ბავშვთა სამყაროში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრა გაიამართა, შეხვედრას სებ-ის პრეზიდენტიც დაესწრო.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, საკუთარ ნაწილში, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო ეროვნული ბანკი, მათ უშუამდგომლებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა შესაძლებელი გახდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება.

„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძროს ჯგუფები ამ დრომე არიან მობილიზებულნი.

კომენტარები