ხანძარი ბავშვთა სამყაროში

აბესაძე: მთავრობამ დაზარალებულებს პირველადი პრობლემები უნდა გადაუწყვიტოს

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამ ადამიანებს პირველადი პრობლემები სწრაფად გადაუწყდეთ. ეს არის მინიმალური კომპენსაცია, რომ ამ ადამიანებისთვის ალტერნატიული სავაჭრო ფართი სწრაფად გამოძებნონ და ბანკებთან ურთიერთობაში დაეხმარონ. ის პოზიცია, რაც დღეს თბილისის მერმა დააფიქსირა, რომ ეს ადმინისტრაციის და კერძო დავაა, არის ძალიან სამარცხვინო. ამ ხელისუფლების ინსტინქტად იქცა ამ ადამიანების პრობლემებისგან გარიდება, გვერდზე გადგომა და გარედან ყურება, როგორ იტანჯებიან ადამიანები. ამ შემთხვევაში ვეცდებით, რომ ასე არ მოხდეს. ყველანაირად დავეხმარებით, რომ ხელისუფლებამ გაუწიოს სათანადო დახმარება

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე "ბავშვთა სამყაროში" ხანძარზე.

კომენტარები